როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მიესალმოს და მიმართოს
სხვა ადამიანს სახელით ეტაპობრივად
ერთხელ ბიჭუნას მივესალმე, როდესაც მე მას ვუთხარი
„ გამარჯობა, ნიკა“, მან მიპასუხა: „გამარჯობა, ნიკა“. (მსგავსი სირთულე დამახასიათებელია აუტიზმის მქონე ბავშვებთან.)
სანამ ამ
პრობლემის გადწყვეტის სტრატეგიას შემოგთავაზებთ, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე
დეტალზე აუტიზმის მქონე ბავშვებთან მიმართებაში. ხშირად მშობლებს და პედაგოგებს უჭირთ კომუნიკაცია და ურთიერთობა მათთან
და არ იციან როგორ მოიქცნენ. ურთიერთობისას
წარმატების მისაღწევად, ბავშვმა უნდა უპასუხოს სხვებს ან თავად წამოიწყოს
ურთიერთობა. აუტიზმის
მქონე ბავშვმა შეიძლება
ვერ გაიგოს რა უთხრეს, არ უპასუხოს სახელის დაძახებაზე ან/და ინდიფერენტული დამოკიდებულება გამოხატოს კომუნიკაციის მცდელობისას.
ყოველდღიური შესაძლებლობების და თამაშების გამოყენება კი ხელს შეუწყობს აუტიზმით
დაავადებული
ბავშვის
კომუნიკაციასა და
ურთიერთობას.
ექოლალია, რასაც მე ნიკასთან
წავაწყდი, არის
სხვა ადამიანების სიტყვების გამეორება და ის აუტიზმის მქონე
ბავშვის სახასიათო შტრიხია. როდესაც ბავშვი ექოლალიას იყენებს, სავარაუდოდ ბავშვი იმეორებს სიტყვებს, რომლის მნიშვნელობაც არ ესმის და ამას არც კომუნიკაციის მიზნით აკეთებს. თუმცა, ექოლალია კარგი ნიშანია, რადგან მიანიშნებს, რომ ბავშვთან მიზანმიმართულმა მუშაობამ,
გარკვეულო დროის შემდეგ, შესაძლოა კომუნიკაციური
უნარის
განვითარებას
შეუწყოს ხელი.
1.
სანამ თქვენ შეიმუშავებთ პირველად უნარ–ჩვევებს,
რომელთა დაუფლება აუცილებელია სხვა ადამიანებთან მისასალმებლად, სთხოვეთ მშობლებს,
სპეციალისტებს და სხვა მოსწავლეებს არ წარმოთქვან ბავშვის სახელი სიტყვების
„გამარჯობა“ და „ნახვამდის“ ხმარებისას.
ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ შესაძლო შეცდომას და დაეხმაროთ ბავშვს,
რათა ის უფრო წარმატებული გახდეს. თუ ვინმე, ვისთვისაც ეს სტრატეგია უცნობი ან დავიწყებულია, მიმართავს ბავშვს და
ეუბნება მას „გამარჯობა, ნიკა“, ხოლო პასუხად ის იღებს ექოლალიას, უბრალოდ სთხოვეთ
მას გაიმეოროს მხოლოდ სიტყვა „გამარჯობა“ და მიიღებთ შესაბამის ექოლალიას:
„გამარჯობა“.
2.
შემდეგ
მოამზადეთ ფოტოგრაფიების ორ–ორი ეგზემპლარი ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
ადამიანებისა, რომლებსაც ის ხშირად ხვდება (დედა, მამა, და, ბებია, ბიძაშვილი,
მეგობარი). ბავშვმა თითოეულ ფოტოგრაფიას უნდა შეურჩიოს მისი შესატყვისი
ფოტოგრაფია. მაგრამ, ნაცვლად სტანდარტული ფრაზებისა – „იპოვე ერთნაირი“ ან „იგივეს
გვერდით დადე“ –, უბრალოდ უთხარით „დედა“ ან „დედიკო“, მიეცით ბავშვს ფოტოგრაფია
და მიუთითეთ „დედის“ იდენტურ გამოსახულებაზე. ასე თქვენ უბიძგებთ ბავშვს, რათა მან
ორი სურათი ერთად შეაერთოს. თუ ბავშვს
ექოლალია აქვს, მას შეუძლია თქვენს შემდეგ გაიმეოროს სიტყვა „დედა“. თუ ის იტყვის
„დედა“, შეეკითხეთ „ვინ არის?“, დაე გაგცეთ პასუხი „დედა“ როგორც ტაქტი [ვერბალური მოქმედება საგნებისა
და ადამიანების დასასახელებლად].
3.
როგორც კი
ბავშვი სრულად აითვისებს ტაქტს ყველა ადამიანის მიმართ, რომლებსაც ხშირად ხვდება,
თქვენი მხრიდან ყოველგვარი კარნახის გარეშე (როგორც სურათების, ასევე რეალურად
დამსწრე ადამიანებთან მიმართებაში), და ასევე შეისწავლის სიტყვების „გამარჯობა“ და
„ნახვამდის“ წარმოთქმას სხვათა საპასუხოდ, ყოველგვარი კარნახის გარეშე, მაშინ
გადადით მისალმებისა და სახელის ერთად წარმოთქმაზე. თუ ბავშვს არ გამოსდის
თავისუფალი ტაქტი ადამიანთა ფოტოგრაფიებთან მიმართებაში, რომლებსაც ის ხშირად
ხვდება, და/ან თუ თქვენ კარგად ვერ აკონტროლებთ მის ექოიკას (როდესაც ბავშვი
ექოსავით იმეორებს „გამარჯობა“, თუ ვინმე ეუბნება მას „გამარჯობა“, ან ბავშვი
ამბობს „ბურთი“, თუ მასწავლებელმა თქვა „ბურთი“), მაშინ ჯერ ადრეა მისალმებისა და
სახელის ერთმანეთთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში, ბავშვის ირგვლივ მყოფმა
ადამიანებმა უნდა გააგრძელონ „გამარჯობის“ და „ნახვამდის“ წარმოთქმა ბავშვის
სახელის გარეშე, სანამ ის არ აითვისებს პირველად უნარ–ჩვევებს.
4.
იმისათვის რომ დააკავშიროთ მისალმება და სახელი, თქვენ
დაგჭირდებათ ორი ადამიანი. ერთი ადამიანი გავა ოთახიდან და შემდეგ შემოვა, მიესალმება ბავშვს, მეორე ადამიანი კი
ამ დროს ბავშვის უკან ან გვერდით დაჯდება და უკარნახებს მას. მაგალითად, მე ვზივარ
ნიკას გვერდით, როდესაც მისი დედა შემოდის და ეუბნება: „გამარჯობა, ნიკა“. მე
ვკარნახობ: „გამარჯობა, დედა“. სავარაუდოდ, თქვენ დაგჭირდებათ
რამდენჯერმე გამეორება სრული ვერბალური კარნახის გამოყენებით, სანამ თქვენ
დაიწყებთ კარნახის სისტემატურად შემცირებას.
5.
თუ ბავშვს
მაინც უჭირს მისალმება, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო, რომელშიც ადამიანები
რეკავენ კარზე, და ვიღაც უღებს მათ
კარს. ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის
ოთახში, ეუბნება: „გამარჯობა, ნიკა“. უფროსი ადამიანი ბავშვთან ერთად უყურებს
ვიდეოს და კარნახობს მას უპასუხოს ყოველ კლიპს, სადაც იღება კარი და შემოდის
რომელიმე ადამიანი. სწორედ ასეთმა სტრატეგიამ გაამართლა ნიკას შემთხვევაში. ვიდეოს
რამდენჯერმე ნახვის შემდეგ ნიკამ სრულყოფილად აითვისა ეს უნარი. ვიდეოში ისმოდა
ზარი, მე ვაღებდი კარს, და პირველი მასწავლებელი (ნინა) ეუბნებოდა: „გამარჯობა,
ნიკა“. მე ვკარნახობდი მას: „გამარჯობა, ნინა“. შემდეგ ვიდეოზე ის კვლავ რეკავდა
კარზე, მე მას ვუღებდი, და ნინა კვლავ ეუბნებოდა: „გამარჯობა, ნიკა“. ამჯერად
ნიკამ უთხრა „გამარჯობა, ნინა“ შემცირებული კარნახის შემდეგ ან საერთოდ კარნახის
გარეშე. შემდეგ მეორე სპეციალური პედაგოგი (ქეთი) რეკავდა კარზე და იგივე პრაქტიკა
მეორდებოდა.
6.
მისალმების სწავლებისას უნდა გავითვალისწინოთ
შემდეგი პუნქტები: დარწმუნდით, რომ ბავშვს მისალმებისათვის გააჩნია პირველადი
უნარ–ჩვევები (ადამიანთა სახელების ტაქტი და თქვენს მხრიდან ექოიკის კარგი
კონტროლი ორი–სამი სიტყვის ზედიზედ წარმოსათქმელად). ასწავლეთ ბავშვს უშეცდომოდ
მისალმება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, გამოიყენეთ ორი ადამიანი და/ ან
ვიდეო.
გაითვალისწინეთ,
აუტიზმის მქონე ბავშვები ძლიერი ვიზუალიზაციის(მხედველობითი წარმოსახვის) უნარით ხასიათდებიან.
შესაბამისად, აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის ინფორამციის ვიზუალური სახით მიწოდება,
ეხმარება მათ კომუნიკაციის ენის განვითარებაში.