ADHD
ყურადღების დეფიციტისა
და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებში გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ დარღვევას წარმოადგენს,
რომელიც მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გადადის. სინდრომის მქონე ბავშვებისათვის
დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა.
ყურადღების დეფიციტისა
და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მახასიათებლები და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
უყურადღებობა, მოუსვენრობა, დაუფიქრებლად მოქმედება,
გარკვეულწილად ყველა ბაშვისთვის არის დამახასიათებელი. მაშინ, როდესაც ეს სიმპტომები
საგრძნობლად ცამორჩება ასაკისათვის შესაბამისი განვითარების დონეს და სერიოზულ პრობლემებს
უქმნის ბავშვის სასწავლო პროცესში ცართვას, აკადემიურ მოსწარებასა და თანატოლებთან
ურთიერთობას, ჩნდება ეჭვი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზე.
ა.
ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს ექვსი თვის განმავლობაში
იმ ხარისხით, რომ მოცემული ასაკის ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან შეგუებაში:
უყურადღებობა:
- · უჭირს ერთ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება და მალე გადადის ერთი საქმიანობიდან მეორეზე;· უჭირს რუტინული დავალებების შესრულება;· ხშირად არის გაფანტული და რჩება შთაბეჭდილება, რომ არ გისმენს მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ მას მიმართავთ;· ხშირად კარგავს ნივთებს;· ერთდროულად იწყებს რამდენიმე აქტივობას და ვერ ასრულებს მათ ბოლომდე;· უჭირს სკოლისა და საშინაო დავალების ბოლომდე შესრულება;· თავს არიდებს და არ მოსწონს დავალებები, სადაც ფსიქიკური ძალისხმევაა საჭირო;· ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გულმავიწყია;· გარეშე სტიმულებით ადვილად ეშლება ხელი.ბ. ექვსი თვის განმავლობაში ჰიპერაქტიურობა-ინპულსურობის ექვსი ან მეტი სიმპტომი უნდა ვლინდებოდეს იმ ხარისხით, რომ მოცემული ასაკის ბავშვს ხელს უშლიდეს გარემოსთან შეგუებაში:ჰიპერაქტიურობა:· ხშირად ცქმუტავს და ვერ ისვენებს;· მუდმივად მოძრაობაშია, ტოვებს თავის ადგილს და გადაადგილდება მთელ საკლასო ოთახში;· არ შეუძლია წყნარად ჯდომა, გამუდმებით წრიალებს;· სისტემატურად ესაუბრება გარშემო მყოფთ;· ვერ ჩერდება გაკვეთილზე, ამოძრავებს ფეხებს, ხელს კიდებს ყველაფერს;· აწვალებს ფანქარს, ჩანთის საკეტს.იმპულსურობა:· არ ფიქრობს, სანამ რამეს ცაიდენს;· ხშირად ყვირის უადგილოდ და იძლევა არაადეკვატურ პასუხებს;· უცებ წამოხტება და გარეთ გარბის;· ვერ იცავს რიგითობას, ამიტომ უჭირს წესების დაცვა.გ. უყურადღებობის ან ჰიპერაქტიურობა-იმპულსურობის ზოგიერთი სიმპტომი 7 წლის ასაკამდე ვლინდება.დ. ამ სიპტომების უმეტესობა ორ ან მეტ სხვადასხვა გარემოში ვლინდება.
No comments:
Post a Comment