გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მისაღებად. განსაკუთრებულ წინააღმდეგობს ვაწყდებით საჯარო სკოლებში. ინკლუზიური განათლების პროგრამის განხორციელებაში სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობასა და მოტივირებულობას საზოგადოება უპირისპირებს პასიურობასა და საკითხის მიმართ გულგრილობას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
პედაგოგების ნაწილი და
მშობლები ეჭვის თვალით უყურებენ ამ წამოწყებას.
ზოგი პროტესტს გამოთქვამს, რომ მისი შვილი სსსმ მოსწავლის გვერდით სწავლობს, ან მასწავლებლის
წუხილი დროს ვეღარ ანაწილებს და უკეთესი იქნება ასეთმა ბავშვმა ცალკე ისწავლოს. ამ საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულება ჩანს შემდეგი
არასწორი ფრაზებიდან: „ინკლუზივები“, „ინკლუზიური ბავშვი“.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: „ინკლუზიური
განათლება“ და „ სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე“
გულსატკენია, როცა სალამანკას დეკლარაცია და სხვა კანონმდებლობები
არეგულირებენ და გვკარნახობენ თუ, როგორ მოვექცეთ ადამიანებს, ამ შემთხვევაში, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
ადამიანურობა, კაცთმოყვარეობა კი დავიწყებულია, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის
გულგრილობა ირგვლივ არსებული მოვლენების მიმართ.
საზოგადოების
უმეტესმა ნაწილმა კანონმორჩილება აირჩია ინკლუზიური განათლების მიმართ.............
ზემოთ გამოხატული გულისტკივილი, რა თქმა უნდა , დიდიხანია
მაწუხებს, მაგრამ უფრო გამიმძაფრდა სურათების
ნახვის შემდეგ, სადაც კარგად ჩანს რამდენად ადრე იყო სკოლები ჩართული ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მომხდარიყო მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენც შევცვლით
დამოკიდებულებებსა და მიდგომებს ბავშვების მიმართ და ვაღიარებთ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
nacvlad xeliT werisa, moswavles eZleva kompiuterze beWdvis SesaZlebloba.(adreul wlebSi sabeWd manqanas iyenebdnen)
No comments:
Post a Comment