საათი

Tuesday, January 14, 2014

რა არის ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება,  არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და/ ან  სირთულეებისა სწავლის პროცესში.
ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია.  ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში; სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ. წერა, კითხვა) და არა აკადემიურ (დასვენებაზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში. 

No comments:

Post a Comment