გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის
ფორმაა. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების მანძილზე
ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკური განვითარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა
ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან.
გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური
და ადაპტაციური უნარების დარღვევით შემდეგ სფეროებში:
- კომუნიკაცია;
- თვითმომსახურება;
- სწავლა;
- მუშაობა;
- დასვენება;
- საოჯახო საქმიანობა;
- სოციალური ჩვევები.
გამოყოფენ გონებრივი
ჩამორჩენილობის 4 ხარისხს:
·
მსუბუქი (IQ
50-69)
·
საშუალო (IQ 35-49)
·
მძიმე (IQ
20-34)
·
ღრმა ( IQ
20--ის ქვემოთ)
მსუბუქი გონებრივი
ჩამორჩენილობის დროს:
·
მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 9-12 წელს;
·
ვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები სკოლაში;
·
ვლინდება ნორმალური სოციალური ურთიერთობების დამყარებისა
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უნარი. აგრეთვე მუშაობისათვის აუცილებელი
უნარები.
საშუალო გონებრივი
ჩამორჩენილობა:
·
მოზარდებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 6-9 წელს;
·
ვლინდება განვითარების თვალსაჩინო შეფერხება ბავშვობაში;
·
ირღვევა თითმომსახურების უნარები;
·
უმრავლესობას შეუძლია შეიძინოს ადეკვატური კომუნიკაციური
და საბაზო აკადემიური უნარები;
·
საჭიროებს სხვადასხვა დონის დახმარებას საზოგადოებაში
ცხოვრებისა და მუშაობისათვის.
მძიმე გონებრივი
ჩამორჩენილობა:
·
მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3-6 წელს;
·
ჩვეულებრივ საჭიროებს მუდმივ დახმარებას.
ღრმა გონებრივი
ჩამორჩენილობა:
·
მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3 წლამდე ასაკს;
·
ვლინდება თვითმომსახურების, გადაადგილებისა და კომუნიკაციის მძიმე დარღვევები;
·
გონებრივი ჩამორჩენილობა შეუქცევადი პროცესია და ყოველი
კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში განვითარების ტემპი, უნარები და აკადემიური მიღწევები
ძალიან ინდივიდუალურია.
No comments:
Post a Comment