საათი

Saturday, January 11, 2014

როგორ შევუქმნათ საჭირო გარემო ჰიპერაქტიულ ბავშვს გაკვეთილის მოსამზადებლად

                                                                  
გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას:
  1.      ოთახს, სადაც ბავშვი ხშირად ამზადებს გაკვეთილებს, უნდა ჰქონდეს კარგი განათება. თუ თქვენი შვილი ცაციაა , მაშინ სინათლე უნდა უნათებდეს მარჯვენა მხრიდან,  თუ არა და პირიქით.
  2.      ბავშვის სამუშაო ოთახში მნიშვნელოვანია მშვიდი ატმოსფერო იყოს.  არაფერი არ უნდა იქცევდეს მის ყურადღებას, უარი თქვით წყნარ მუსიკასა და ტელევიზორზეც.
3.      დადგით ბავშვის სამუშაო მაგიდა  ისე, რომ ბავშვი იჯდეს სახით  კედლისკენ. არ დაუკიდოთ  წინ  სურათები, პლაკატები, რომლებიც მიიქცევს ბავშვის ყურადღებას და კონცენტრირებას ვერ მოახდენს დავალებაზე. კედლებზე არ უნდა არსებობდეს ვიზუალური ინფორმაცია, ის მოშორებული უნდა იყოს მისი მხედველობის არედან.  თქვენი ბავშვის თვალთახედვის არეალის სიდიდის განსაზღვრა ძალიან ადვილია. ამ მიზნით დასვით ბავშვი მაგიდასთან, სახით კი კედლისკენ, სადაც ის ამზადებს გაკვეთილებს, სთხოვეთ მას შეხედოს  ფანქრით მონიშნულ წერტილს კედელზე. აუხსენით ბავშვს , რომ მან უნდა უყუროს აუცილებლად მონიშნულ წერტილს. არ მიატრიალოს თავი არცერთ მხარეს. როდესაც თქვენ დარწმუნდებით , რომ ბავშვი ასრულებს თქვენს ინსტრუქციებს, უთხარით მას, რომ დაასახელოს ყველა ის საგანი, რასაც ხედავს მარცხნივ და მარჯვნივ თავის მოტრიალების გარეშე. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ბავშვის თვალთახედვის არეალი და გეცოდინებათ კედლების რა მანძილზე არ დაკიდოთ სხვადასხვა თვალსაჩინოება.
4.      სანამ თქვენი ბავშვი მეცადინეობს აიღეთ მაგიდიდან ზედმეტი ნივთები, უმჯობესია იყოს მხოლოდ რვეული და წიგნი  იმ საგნისა, რომელსაც ამზადებს. ზედმეტი ფანქრები, სათამაშოები ან რვეულები სასურველია მოვაშოროთ. ბავშვი უნდა გადავარჩინოთ იმ ცდუნებიდან , რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მაგიდაზე დადებულმა საინტერესო ნივთმა.
5.      თუ თქვენი ბავშვი ძალიან აქტიურია, მაშინ გამუყავით მეცადინეობისთვის გარკვეული დრო, რომელიც ყოველდღე უნდა დაუთმოს გაკვეთილების მომზადებას. აუცილებლად ბავშვთან ერთად უნდა დაგეგმოთ, თუ რამდენ დროს დაუთმობს ერთ საგანს. სასურველია მაგიდაზე დადგათ ქვიშის საათი, ეს ბავშვისთვის არა მარტო საინტერესოა, არამედ ეჩვევა დისციპლინას და ეხმარება დროის გაკონტროლებაში. რატომ ქვიშის საათი და არა ელექტრონული ან მექანიკური? ისინი თავისი წიკწიკით  აღიზიანებენ ბავშვს და შესაძლოა  ხელის შემშლელიც იყოს  მეცადინეობისას.
6.      აუცილებელია  ბავშვი საშინაო დავალების კეთებას მივაჩვიოთ ერთსა და იმავე  დროს, ერთად შეადგინეთ დღის  წესრიგი.   
    ჰიპერაქტიური ბავშვი გამოირჩევა სხვებისგან ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბით, ის ყველაფრით ინტერესდება. თუ თქვენთან ერთად ამზადებს საშინაო დავალებას, არ გაღიზიანდეთ და არ გამოხვიდეთ წყობილებიდან, როდესაც ყურადღება გაეფანტება. მშვიდად გადმოიტანეთ მისი ყურადღება დავალებაზე და თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს.

No comments:

Post a Comment