საათი

Tuesday, January 14, 2014

რა არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება

ტერმინი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცესში, რომელსაც აწყდება მოსწავლე და რომლის დაძლევაც მას  სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს. მოსწავლე, რომელსაც გააჩნია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ექმნება სირთულეები და  სჭირდება დახმარება შემდეგ სფეროებში:
·         კითხვა, წერა, ანგარიში;
·         ინფორმაციის გადამუშავება;
·         საკუთარი აზრის და შეხედულებების გამოხატვა, სხვების აზრის გაგება;
·         საშინაო და საკლასო დავალებების შესრულება;
·         ქცევა;
·         ურთიერთობა თანატოლებთან და პედაგოგებთან;
·         მოწესრიგებულობა.
სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას შეიძლება იწვევდეს:
·         სხვადასხვა სახის სენსორული და ფიზიკური დეფიციტი, თუ კი ისინი ზეგავლენას ახდენენ სასწავლო პროცესზე;
·         გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
·         ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობა;
·         სოციალური დაუცველობა.

ტერმინის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, დამკვიდრება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა აღიარეს, რომ სირთულეები სწავლის პროცესში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს არ ახასიათებთ. ბევრი მოსწავლე წარუმატებელია სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინო დაზიანება თუ განვითარების დარღვევა არ გააჩნია.

შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, აქვს თუ არა მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, დამოკიდებული უნდა იყოს არა მის სამედიცინო დიაგნოზზე, ან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსზე, არამედ სირთულეებზე სწავლის პროსეცში. 

No comments:

Post a Comment